gmtechics-ის მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ ნივთს გააჩნია კანონისმიერი გარანტია, რომელიც განისაზღვრება 2 წლის ვადით. კანონისმიერი გარანტიის ფარგლებში, თუ ნივთი ქარხნულად ნაკლის მქონე აღმოჩნდა, კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა (პირველი რიგის უფლებები), ფასის შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა (მეორე რიგის უფლებები). საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა. იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება ონლაინ მაღაზიაში მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს კომპანია თავისი რესურსით. საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია ნივთი გადასცეს მოვაჭრის წარმომადგენელს. საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია დაცულ იქნეს მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინტრუქციის შესაბამისად. საგარანტიო პირობების ფარგლებში, ნივთის შეკეთების ვადად განისაზღვრება მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე.
მომხმარებელი ვალდებულია, ნივთის ჩაბარებისას მოახდინოს მისი დათვალიერება და ხელმოწერით დაადასტუროს, რომ მას არ გააჩნია ვიზუალური წუნი.
კომპანია ვალდებულია საქონლის ვიზუალის წუნის შემთხვევაში დაიბრუნოს ნივთი იმავე დღეს. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტის ჩაბარების დროს დაათვალიეროს ნივთის ვიზუალი და წუნის შემთხვევაში მოითხივოს შეცვლა. ქარხნული წუნის შემთხვევაში პროდუქტის შეკეთება შეცვლა ხდება პროდუქტზე მითითებული გაანტიის ვადის პირობებში. თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს. მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ. ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 50 ლარს არ აღემატება. მოვაჭრეს შეუძლია, მომხმარებლის თანხმობით, თანხის დაბრუნების ნაცვლად, მომხმარებელს შეუცვალოს პროდუქცია.